Article 47
1. გემის კაპიტნის, ოფიცრისა და რიგითის თანამდებობებზე სამუშაოდ დაიშვებიან სათანადო წოდების მქონე საზღვაო საქმის სპეციალისტები „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის (ცვლილებათა გათვალისწინებით) შესაბამისად. თევზსაჭერ გემზე შკიპერის, ოფიცრისა და რიგითის თანამდებობებზე სამუშაოდ დაიშვებიან სათანადო წოდების მქონე საზღვაო საქმის სპეციალისტები „მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. პირს წოდება ენიჭება სააგენტოში სათანადო გამოცდების ჩაბარების შემდეგ, რაც დასტურდება შესაბამისი კომპეტენციის სერტიფიკატით და კვალიფიკაციის სერტიფიკატით.
3. პირს წოდება ჩამოერთმევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი სამგზავრო გემის კაპიტნის თანამდებობის დაკავების უფლება აქვს კაპიტნის წოდების მქონე პირს, რომელსაც აქვს სათანადო კომპეტენცია „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის (ცვლილებათა გათვალისწინებით) შესაბამისად. საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4598-სსმI, №11, 10.04.2007წ., მუხ.102 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4222 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4622 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
