1.საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს რეგისტრაციაში ატარებს ცესკო განკარგულებით, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-20 დღისა.
1.საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს რეგისტრაციაში ატარებს ცესკო განკარგულებით, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-20 დღისა.
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
2.საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ ცესკოს განკარგულება მიღებიდან 3 დღის ვადაში წარედგინება საქართველოს პარლამენტს.
3.ცესკოს თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში აძლევს შესაბამის მოწმობას.
4.თუ საარჩევნო კოლეგიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არასრულია ან არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარის მიერ დადგინდება ხარვეზი განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა და საარჩევნო კოლეგიის წარმომადგენელს ეძლევა 3 დღე ხარვეზის აღმოსაფხვრელად. თუ ხარვეზი დადგენილ ვადაში არ აღმოიფხვრება, საქართველოს პრეზიდენტობის კანდადატს და მის წარმომადგენელს ცესკოს განკარგულებით უარი ეთქმება რეგისტრაციაზე.
5.ცესკო საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს რეგისტრაციაში არ გაატარებს, თუ დარღვეულია ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები და წესები.
6.საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ/რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ ცესკოს განკარგულება შეიძლება გაასაჩივროს/გაასაჩივრონ მხოლოდ შესაბამისმა საარჩევნო კოლეგიის წევრმა/წევრებმა ან/და საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენილმა პირმა ამ კანონის 77-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით.
7.საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციიდან არაუგვიანეს მე-6 დღისა საქართველოს პარლამენტი და ცესკო თავიანთ ოფიციალურ ვებგვერდებზე აქვეყნებენ ცნობას საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ, მისი სახელის, გვარის, დაბადების წლის, თანამდებობის (საქმიანობის) და სამუშაო ადგილის მითითებით.
8.საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-3 დღისა მოხსნას თავისი კანდიდატურა. ამისთვის მან წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს.
9.საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში მონაწილე საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს უფლება არა აქვს, მოხსნას თავისი კანდიდატურა. საქართველოს 2014 წლის 7 მარტის ორგანული კანონი №2093 - ვებგვერდი, 14.03.2014წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3269 – ვებგვერდი, 27.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3266 – ვებგვერდი, 13.08.2018წ.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.