Article 124. კენჭისყრის შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში
Consolidation №101 Verified against the current consolidation · 17 Dec 2025
1. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიების ოქმებისა და რაიონული/საქალაქო სასამართლოების გადაწყვეტილებების საფუძველზე, თავის სხდომაზე აჯამებს კენჭისყრის შედეგებს და ეს შედეგები შეაქვს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში.
2. განცხადების/საჩივრის საფუძველზე საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია განკარგულებით მიიღოს გადაწყვეტილება საუბნო საარჩევნო კომისიიდან მიღებული პაკეტების გახსნისა და საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შესახებ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3266 – ვებგვერდი, 13.08.2018წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს საარჩევნო კოდექსი
