1.პარტიას უფლება აქვს, დანიშნოს ცესკოს 1 წევრი, თუ პარტია ცესკოს თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებული იყო საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით და მას ამ კანონის 125-ე მუხლის მე-4, მე-5 და მე-9 პუნქტების შესაბამისად მიეკუთვნა საქართველოს პარლამენტის წევრის მანდატი.
