1.პარტიული სიების წარდგენის უფლება აქვთ არჩევნებში მონაწილე პარტიებს.
2.არჩევნებში მონაწილე ყოველ პარტიას უფლება აქვს, წარადგინოს 1 პარტიული სია.
1.პარტიული სიების წარდგენის უფლება აქვთ არჩევნებში მონაწილე პარტიებს.
2.არჩევნებში მონაწილე ყოველ პარტიას უფლება აქვს, წარადგინოს 1 პარტიული სია.
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
3.წარდგენილ პარტიულ სიაში საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 30-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი.
4.პარტიულ სიაში შეიძლება შეყვანილ იქნეს მხოლოდ ამ პარტიის წევრი.
5.დაუშვებელია ერთი და იმავე პირის სხვადასხვა პარტიულ სიაში შეყვანა.
6.პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავს პარტია.
7.პარტიას უფლება აქვს, პარტიული სიის შედგენისას მასში შეყვანილი საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი ამ პუნქტის შესაბამისად განსაზღვროს ამ კანონის დანართით გათვალისწინებული 30 ოლქიდან რომელიმე ოლქის დელეგატობის კანდიდატად, კერძოდ, აღნიშნულ პარტიულ სიაში ამ კანდიდატის გვარისა და სახელის გასწვრივ მიუთითოს იმ ოლქის ნომერი, რომლის დელეგატობის კანდიდატადაც განისაზღვრება იგი. პარტიას უფლება არა აქვს, რომელიმე ოლქისთვის ამ ოლქის დელეგატობის ერთზე მეტი კანდიდატი განსაზღვროს. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი შეიძლება მხოლოდ ერთი ოლქის დელეგატობის კანდიდატად განისაზღვროს. თუ პირი ოლქის დელეგატობის კანდიდატად ამ პუნქტის დარღვევით განისაზღვრა, ცესკოს თავმჯდომარე სათანადო პარტიის წარმომადგენელს წერილობით აცნობებს აღნიშნული შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით) და მისი აღმოფხვრისთვის 3-დღიან ვადას განუსაზღვრავს. შეუსაბამობის ამ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში აღნიშნული პირი ოლქის დელეგატობის კანდიდატად არ განისაზღვრება. რომელიმე ოლქის დელეგატობის კანდიდატად განსაზღვრული საქართველოს პარლამენტის წევრი მისი, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების ცნობიდან უფლებამოსილების შეწყვეტამდე პერიოდში ამ ოლქის დელეგატად მიიჩნევა, თუ პარტიამ, რომელმაც იგი ოლქის დელეგატობის კანდიდატად განსაზღვრა, საქართველოს პარლამენტის შესაბამის არჩევნებში მონაწილე იმ ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ნამდვილი ხმა მიიღო, რომლებმაც აღნიშნული ოლქის ტერიტორიაზე მისცეს ხმა. თუ ამ ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ნამდვილი ხმა 2-მა ან 2-ზე მეტმა პარტიამ თანაბარი რაოდენობით მიიღო, აღნიშნულ ოლქში ამ პუნქტის მიზნებისთვის უპირატესობა ენიჭება საქართველოს პარლამენტის იმ წევრს, რომლის ოლქის დელეგატობის კანდიდატად განმსაზღვრელმა პარტიამაც საარჩევნო რეგისტრაცია უფრო ადრე გაიარა. ამ პუნქტის მიზნებისთვის ოლქი არის ამ კანონის დანართით განსაზღვრული ოლქი, ხოლო ოლქის ნომერი − იმავე დანართით გათვალისწინებული შესაბამისი ოლქის ნომერი.
8.შესაბამისმა საარჩევნო სუბიექტმა პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. პარტიული სია დამოწმებული უნდა იყოს არჩევნებში მონაწილე პარტიის ხელმძღვანელი პირის (პირების) ხელმოწერით (ხელმოწერებით). პარტიულ სიას უნდა ერთოდეს საქართველოს პარლამენტის წევრობის თითოეული კანდიდატის: ა) ფოტოსურათი და საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი; ბ) მიერ შევსებული და ხელმოწერილი განაცხადი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს: ბ.ა) კანდიდატის თანხმობა მოცემული პარტიული სიით კენჭისყრაზე; ბ.ბ) რომ კანდიდატი იმ პარტიის წევრია, რომლის პარტიული სიითაც არის წარდგენილი; ბ.გ) კანდიდატის მიერ კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენამდე ბოლო 6 თვის განმავლობაში სხვა პარტიის დატოვების შემთხვევაში − შესაბამისი პარტიიდან გასვლის ზუსტი თარიღი და პარტიის სახელწოდება; ბ.დ) კანდიდატის საქართველოში არანაკლებ 10 წლის განმავლობაში ცხოვრების ფაქტი; გ) უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა; დ) ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა, რომელიც საჯაროა და ქვეყნდება ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე.
9.პარტიულ სიაში მითითებული უნდა იყოს თითოეული კანდიდატის: ა) გვარი, სახელი; ბ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი; გ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); დ) სქესი; ე) მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით); ვ) სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“); ზ) თანამდებობა (საქმიანობა); თ) ბოლო არჩევნების შედეგად საქართველოს პარლამენტის წევრად ყოფნის ფაქტი.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.