1.საქართველოს პარლამენტის 2020 წლის შედეგად არჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენის დღიდან საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების დანიშვნის დღემდე საქართველოს პარლამენტის ანდა − საკრებულოს ან საქართველოს პარლამენტის ანდა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის გამართვის შემთხვევაში ცესკო უფლებამოსილია საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველთა რეგისტრაციის, ხმის მიცემის, ხმების დათვლისა და შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პროცედურები განახორციელოს ელექტრონული საშუალებებით, მათ შორის, ფოტოსაძიებო სისტემის, ხმის დათვლის ვიდეოფიქსაციის, საარჩევნო ბიულეტენების სკანირებისა და ბარკოდიანი საარჩევნო ბიულეტენების გამოყენების მეშვეობით.
