Article 203^5. 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის პარტიის სახელწოდების გამოყენების დროებითი წესი
2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად ცესკოს თავმჯდომარისადმი მიმართულ პარტიის განცხადებაში უნდა აღინიშნოს პარტიის სახელწოდება და, თუ გამოიყენება, − მისი შემოკლებული ფორმა ან/და აბრევიატურა, რომლითაც მას სურს მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში. საქართველოს 2021 წლის 28 ივნისის ორგანული კანონი №703 – ვებგვერდი, 29.06.2021წ. მუხლი 203 6 . საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენის დღიდან საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების დანიშვნის დღემდე ცესკოს მიერ ზოგიერთი პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განხორციელების წესი 1. საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენის დღიდან საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების დანიშვნის დღემდე საქართველოს პარლამენტის ანდა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს შუალედური არჩევნების ან საქართველოს პარლამენტის ანდა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის რიგგარეშე არჩევნების გამართვის შემთხვევაში ცესკო უფლებამოსილია საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველთა რეგისტრაციის, ხმის მიცემის, ხმების დათვლისა და შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პროცედურები განახორციელოს ელექტრონული საშუალებებით, მათ შორის, ფოტოსაძიებო სისტემის, ხმის დათვლის ვიდეოფიქსაციის, საარჩევნო ბიულეტენების სკანირებისა და ბარკოდიანი საარჩევნო ბიულეტენების გამოყენების მეშვეობით.
