პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ
Article 19. ფაილური სისტემის კატალოგი
1. მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია თითოეულ ფაილურ სისტემასთან დაკავშირებით აწარმოოს ფაილური სისტემის კატალოგი და აღრიცხოს შემდეგი ინფორმაცია: ა) ფაილური სისტემის სახელწოდება; ბ) მონაცემთა დამმუშავებლისა და უფლებამოსილი პირის დასახელებები და მისამართები, მონაცემთა შენახვის ან/და დამუშავების ადგილი; გ) მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი; დ) მონაცემთა სუბიექტის კატეგორია; ე) მონაცემთა კატეგორია ფაილურ სისტემაში; ვ) მონაცემთა დამუშავების მიზანი; ზ) მონაცემთა შენახვის ვადა; თ) მონაცემთა სუბიექტის უფლების შეზღუდვის ფაქტი და საფუძვლები; ი) ფაილურ სისტემაში განთავსებულ მონაცემთა მიმღები და მათი კატეგორიები; კ) ინფორმაცია მონაცემთა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის გადაცემის შესახებ და ასეთი გადაცემის სამართლებრივი საფუძველი; ლ) მონაცემთა უსაფრთხოების დაცვისათვის დადგენილი პროცედურის ზოგადი აღწერილობა. 1 1 . პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ვალდებულია აწარმოოს ფაილურ სისტემათა კატალოგების რეესტრი. აღნიშნულ რეესტრში შეტანილი უნდა იყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია. ფაილურ სისტემათა კატალოგების რეესტრში შეტანილი ინფორმაცია საჯაროა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უზრუნველყოფს ამ ინფორმაციის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესით გამოქვეყნებას.
