პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ
Article 55. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა
1. ამ კანონის 43-ე−54-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი.
3. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ უფლებამოსილი პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს განიხილავს ამ კანონით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.
