პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ
For information only — not legal advice.
1. ამ კანონის მე-3 მუხლის 1 1 პუნქტით დადგენილი წესის დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევისათვის, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2639 - ვებგვერდი, 18.08.2014წ. მუხლი 55. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა 1. ამ კანონის 43-ე−54-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი.
3. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ უფლებამოსილი პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს განიხილავს ამ კანონით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3274 – ვებგვერდი, 09.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4253 – ვებგვერდი, 29.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4597 - ვებგვერდი, 08.05.2019წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1313 – ვებგვერდი, 13.01.2022წ. თავი VII 1 . გარდამავალი დებულებები საქართველოს 2014 წლის 30 ნოემბრის კანონი №2869 - ვებგვერდი, 30.11.2014წ. მუხლი 55 1 . გარდამავალი დებულებები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2015 წლის 31 მარტამდე უზრუნველყოს კონტროლის ელექტრონული სისტემის და მონაცემთა ბანკების კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ტექნიკურ-ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალების შექმნა. საქართველოს 2014 წლის 30 ნოემბრის კანონი №2869 - ვებგვერდი, 30.11.2014წ. მუხლი 55 2 . გარდამავალ პერიოდში განსახორციელებელი ღონისძიებები 1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველად არჩევამდე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის კანდიდატურები შეირჩეს და საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარედგინოს ამ კანონის 40 3 მუხლის შესაბამისად, შემდეგი ვადების დაცვით: ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი კონკურსი გამოაცხადოს და ამ კანონის 40 3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულმა უწყებებმა და დაწესებულებებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი საკონკურსო კომისიის წევრთა ვინაობა გააცნონ ამ მუხლის ამოქმედებიდან 1 კვირის ვადაში; ბ) საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი საკონკურსო კომისია შექმნას და საკონკურსო კომისიის პირველი სხდომა მოიწვიოს ამ მუხლის ამოქმედებიდან 2 კვირის ვადაში; გ) ამ კანონის 40 3 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ხელახალი კონკურსის გამოცხადების შემთხვევაში ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილმა ვადებმა შეინარჩუნოს მოქმედება და ისინი ხელახალი კონკურსის გამოცხადების მომენტიდან აითვალოს.
2. თუ საქართველოს პარლამენტი მისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტისა და ამ კანონის 40 3 მუხლის შესაბამისად წარდგენილ კანდიდატთაგან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს 2022 წლის 1 მარტამდე აირჩევს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ახალარჩეული უფროსის უფლებამოსილება დაიწყოს 2022 წლის 1 მარტიდან. თუ საქართველოს პარლამენტი აღნიშნულ კანდიდატთაგან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს 2022 წლის 1 მარტის შემდეგ აირჩევს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ახალარჩეული უფროსის უფლებამოსილება დაიწყოს მისი არჩევის მომდევნო დღიდან.
3. შესაბამისმა ორგანოებმა/თანამდებობის პირებმა დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 2022 წლის 1 აპრილისა, მიიღონ/გამოსცენ ამ კანონის შესასრულებლად საჭირო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
4. საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სათანადო ქონებით აღჭურვისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
5. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საქმიანობა 2022 წელს ფინანსდება „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის დამტკიცებული პროგრამული კოდიდან (51 00).
6. ამ კანონის 40 10 მუხლით გათვალისწინებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წლიური ანგარიში საქართველოს პარლამენტს 2022 წელს არ წარედგინება. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1313 – ვებგვერდი, 13.01.2022წ. თავი VII I. დასკვნითი დებულებები
Closest in meaning — including in other laws
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ