განსაკუთრებული ლიცენზიის გაცემის შემთხვევაშიც კი ავტორს ამ ნაწარმოების გამოყენების უფლება უნარჩუნდება თავის ნაწარმოებთა მხოლოდ სრული კრებულის გამოცემისას, თუ განსაკუთრებული ლიცენზიის გაცემის შედეგად თარიღიდან, როდესაც გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით ნაწარმოები საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახდა, გასულია 5 წელი. ამასთან, ავტორს არა აქვს უფლება, გამოიყენოს ასეთი ნაწარმოები სრული კრებულისაგან დამოუკიდებლად. საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1585 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ. 198
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ
Article 39. ნაწარმოების გამოყენება განსაკუთრებული ლიცენზიის გაცემის შემდეგ
Consolidation №18 Verified against the current consolidation · 9 Dec 2025
