Article 30^2. საქმიანობის არსებული ლიცენზია
Consolidation №33 Verified against the current consolidation · 12 Jun 2025
საქმიანობის არსებული ლიცენზიის მფლობელმა ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის განმავლობაში სააგენტოში უნდა შეიტანოს განაცხადი საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად. საქმიანობის არსებული ლიცენზიის საფუძველზე სააგენტო გასცემს საქმიანობის ლიცენზიას ამ კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1853-სსმI, №3, 17.01.2003წ.,მუხ.9
