საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი
Article 187. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაში მონაწილეობის დაუშვებლობა
Consolidation №45 Verified against the current consolidation · 17 Dec 2025
დაუშვებელია ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტაში მონაწილეობა მიიღოს პირმა, რომელიც მონაწილეობდა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებაში ან გამოცემაში.
