საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი
Article 26. საზოგადოებრივი ექსპერტის მოვალეობის შეწყვეტა
Consolidation №45 Verified against the current consolidation · 17 Dec 2025
საზოგადოებრივ ექსპერტს მოვალეობის შესრულებისაგან ვადამდე ათავისუფლებს ის ორგანო, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება მისი დანიშვნის შესახებ, თუ იგი: ა) უხეშად არღვევს დაკისრებულ მოვალეობას; ბ) არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რომლებიც წაყენებულია ამ თანამდებობის დასაკავებლად; გ) პირადი განცხადებით უარს ამბობს დასკვნის მიცემაზე. თავი III. ინფორმაციის თავისუფლება
