საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი
Article 90. წარმომადგენლის დანიშვნა ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივით
Consolidation №45 Verified against the current consolidation · 17 Dec 2025
თუ ამ კოდექსის 89-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირები არ დანიშნავენ წარმომადგენელს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, მათ წარმომადგენლად ჩაითვლება განცხადებაზე პირველი ხელმომწერი პირი. საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1801 - სსმ I, №37, 14.07.2005წ., მუხ.245
