1.საქპატენტში განმცხადებლის ან პატენტის მფლობელის წარმომადგენლობას ახორციელებს მისი წარმომადგენელი ან/და საქართველოს პატენტრწმუნებული (არსებობის შემთხვევაში).
2.განმცხადებელი ან პატენტის მფლობელი, რომელსაც საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ან რეგისტრირებული იურიდიული მისამართი არ აქვს, ვალდებულია საქპატენტში წარმომადგენლად დანიშნოს საქართველოს პატენტრწმუნებული.
3.თუ განმცხადებელი ან პატენტის მფლობელი არ შეასრულებს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას განაცხადზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
4.საქართველოს პატენტრწმუნებულის წარმომადგენლობის უფლებამოსილება დასტურდება განმცხადებლის ან პატენტის მფლობელის მიერ გაცემული, წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტით. საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2883 – ვებგვერდი, 01.06.2023წ.
