1.წინასწარი თანხმობის გარეშე პირისთვის ისეთი ოპერაციის ან მანიპულაციის ჩატარება, რომლის მიზანი ამ პირის რეპროდუქციის უნარის მოშლაა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე.
2.იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ; გ) არაერთგზის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე.
