საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Article 175^2. არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ სოციალური მუშაკის გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობა
არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ სოციალური მუშაკის გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობა – გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღემდე ვადით ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით. საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2512 – სსმ I, №3, 13.01.2010წ., მუხ.9 საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5018 – ვებგვერდი, 14.07.2011წ. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2649 – ვებგვერდი, 18.08.2014წ. საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის კანონი №5451 – ვებგვერდი, 12.07.2016წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3773 – ვებგვერდი, 14.12.2018წ.
