საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
Article 167. ინფორმაციის გაცნობაზე უარის თქმა ან არასწორი ინფორმაციის წარდგენა
Consolidation №290 Verified against the current consolidation · 10 Jun 2026
პირისათვის უკანონოდ უარის თქმა მასზე არსებული ინფორმაციის ან ოფიციალური დოკუმენტის გაცნობაზე, ანდა იმ დოკუმენტის ან მასალის წარდგენაზე, რომელიც უშუალოდ შეეხება მის უფლებებსა და თავისუფლებებს, აგრეთვე ასეთი ინფორმაციის, დოკუმენტის ან მასალის არასრულად ან დამახინჯებულად წარდგენა, ანდა მის გასაცნობად სხვაგვარად უკანონოდ ხელის შეშლა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
