1.სამეწარმეო, სამეურნეო ან სხვაგვარი საქმიანობისას მავნე ნივთიერებით მიწის მოწამვლა, დეგრადაცია ან მიწის სხვაგვარი გაუვარგისება, განპირობებული სასუქის, მცენარეთა ზრდის სტიმულატორის, შხამქიმიკატის, სხვა ქიმიური ან ბიოლოგიური ნივთიერების შენახვის, გამოყენების ან გადაზიდვის დროს მისდამი მოპყრობის წესის დარღვევით, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის ან გარემოს დაზიანება, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
2.იგივე ქმედება, ჩადენილი საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის დროს ან ეკოლოგიური უბედურების ზონაში, რამაც მიწის მნიშვნელოვანი ფართობის გაუვარგისება გამოიწვია, – ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
3.ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83 საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.





