1.უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან მათი წარმომადგენლისათვის საქართველოს სამხედრო ნაწილის, ტექნიკის ან თავდაცვის სხვა საშუალების უკანონოდ გადაცემა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე.
2.საქართველოს თავდაცვისუნარიანობის საზიანოდ საქართველოს სამხედრო ტექნიკის ან სამხედრო ობიექტის დაზიანება, მწყობრიდან გამოყვანა ან განადგურება, აგრეთვე სამხედრო ან თავდაცვითი მნიშვნელობის სხვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.
3.ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ომიანობის ან შეიარაღებული კონფლიქტის დროს, ანდა რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
