საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
Article 310. საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა
1. საქართველოს საგარეო უშიშროების საზიანოდ უცხო ქვეყნის ან უცხოეთის ორგანიზაციის სამხედრო სამსახურში შესვლა, აგრეთვე ასეთი ქმედების ჩასადენად სხვისი დაყოლიება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
2. უცხო ქვეყანასთან ან უცხოეთის ორგანიზაციასთან ისეთი ურთიერთობის დამყარება, რომლის მიზანია საქართველოს წინააღმდეგ საომარი მოქმედების ან აგრესიის სხვა აქტის მომზადება ან განხორციელება, აგრეთვე სხვაგვარი ქმედება ასეთი აქტის პროვოცირების მიზნით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
