საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
Article 21^110. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შუამდგომლობის საფუძველზე ფიზიკური პირის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვის წესი
1. ფიზიკური პირი, რომელსაც შესაძლებელია ჰქონდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ პოლიტიკური პარტიის, პოლიტიკური პარტიის წევრის, საარჩევნო სუბიექტის ან განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის ან „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონით ან საქართველოს კანონით „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ გათვალისწინებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სხვა უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ინფორმაცია და რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გამოსაკითხად არ ცხადდება, შეიძლება ამ მუხლით დადგენილი წესით დაიკითხოს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე.
