საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
Article 21^133. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობა უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების შესახებ
1. უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობა წარედგინება სასამართლოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს ადგილსამყოფლის მიხედვით, შემოწმების დაწყებამდე.
2. უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს შემოწმების ჩატარების საფუძველს და მისი საჭიროების დასაბუთებას. შუამდგომლობაში უნდა მიეთითოს უცხოელის იმ საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის თაობაზე ზუსტი მონაცემები, რომელიც უნდა შემოწმდეს, შემოწმების ვადა, ხასიათი და ფარგლები, ხოლო უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის განადგურების ან გადამალვის შემთხვევაში − აგრეთვე იმ უცხოელის შესახებ მონაცემები, რომლის სამგზავრო დოკუმენტი უნდა იქნეს მოძიებული ან რომლის საცხოვრებელი ადგილი უნდა გადამოწმდეს.
