საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კომერციული ბანკის, მიკრობანკის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტის, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის, საბროკერო კომპანიის, ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის, აქტივების მმართველი კომპანიის, საინვესტიციო კომპანიის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე ბრძანებას საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე ამ კომერციული ბანკის, მიკრობანკის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტის, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის, საბროკერო კომპანიის, ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის, აქტივების მმართველი კომპანიის, საინვესტიციო კომპანიის ადგილსამყოფლის მიხედვით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
Article 21^48. მოსამართლის ბრძანება კომერციული ბანკის, მიკრობანკის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტის, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის, საბროკერო კომპანიის, ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის, აქტივების მმართველი კომპანიის, საინვესტიციო კომპანიის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ინფორმაციის მიწოდების თაობაზე
Consolidation №111 Verified against the current consolidation · 25 Jun 2026
