1.საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესით საგადახდო მომსახურების პროვაიდერს მოსთხოვოს და მიიღოს ფინანსური, სტატისტიკური და სხვა ნებისმიერი ინფორმაცია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.
2.საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესით განსაზღვროს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია საგადახდო ანგარიშთან ან/და საგადახდო მომსახურებასთან. 2 1 . საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესით განსაზღვროს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის მისაწოდებელი ინფორმაცია, მათ შორის, საგადახდო ანგარიშსა და საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ დაწესებული საკომისიოების, აგრეთვე გაცვლითი კურსების შესახებ. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საკომისიოების გამჭვირვალობისა და მათი ერთმანეთთან შედარების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად გამოაქვეყნოს აღნიშნული ინფორმაცია პროვაიდერის სახელწოდების მითითებით.
3.ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებისათვის საგადახდო მომსახურების პროვაიდერი საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგენს აგრეთვე შესაბამის ანგარიშგებას. ანგარიშგების ფორმა, ხარისხი და წარდგენის ვადა განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით. საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4199 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №446 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1897 - ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2019 წლის 30 ოქტომბრის კანონი №5236 – ვებგვერდი, 30.10.2019წ. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022წ.

