1.სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
2.თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
3.თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან, ასევე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ნორმატიული აქტის შემთხვევაში – უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში.
4.(ამოღებულია).
5.(ამოღებულია).
6.ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის აღძვრის შემთხვევაში არ დაიშვება შეგებებული სარჩელის წარდგენა. ს აქართველოს 2000 წლის 24 თებერვლის კანონი №169 - სსმI, №7, 08.03.2000წ., მუხ.10 საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3391 - სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.28 საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800 - სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4259 - სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.419 საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი №5198 - სსმI, №28,18.07.2007წ., მუხ.285 საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5670 - სსმI, №1, 03.01.2008წ., მუხ.2






