ბავშვის კვებისას საწოვრიანი ბოთლის გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი აუდიოვიზუალური და წერილობითი საინფორმაციო, საგანმანათლებლო და სასწავლო მასალა უნდა შეიცავდეს გასაგებად, არაორაზროვნად, დამაჯერებლად და დასაბუთებულად გადმოცემულ ინფორმაციას: ა) საწოვრიანი ბოთლის თუნდაც მცირე ხნით გამოყენებისას ბუნებრივი კვების გაძნელების, ზოგ შემთხვევაში კი მისი გაგრძელების შეუძლებლობის გამომწვევი მიზეზების შესახებ; ბ) ხელოვნური კვების პროდუქტის სათანადო მომზადებისა და გამოყენების შესახებ; გ) ბავშვის ჯანმრთელობაზე საწოვრიანი ბოთლის გამოყენების უარყოფითი ზეგავლენის და საკვების არასწორად მომზადების შედეგების შესახებ; დ) ბავშვის ჭიქიდან კვების შესაძლებლობისა და მეთოდების შესახებ.
ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ
Article 14
Consolidation №3 Verified against the current consolidation · 20 Sept 2013
