პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი
Article 67. სტანდარტის მიღების პრინციპები
1. საქართველოში სტანდარტი მიიღება საქართველოს სტანდარტის სახით და რეგისტრირდება ამ თავის შესაბამისად.
2. საქართველოში შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა სტანდარტები რეგისტრაციის გარეშე.
3. სტანდარტი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კანონმდებლობას.
4. საქართველოს სტანდარტად შეიძლება მიღებულ იქნე ს: ა) საქართველოში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების შესასრულებლად ამ კოდექსის 65-ე მუხლით განსაზღვრული სტანდარტები, რომლებსაც იღებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო (შემდგომ − სააგენტო); ბ) საერთაშორისო სტანდარტი ან ევროპული სტანდარტი, რომლის ქართულ ვერსიას განიხილავს სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტი; გ) სტანდარტი − ამ კოდექსის 68-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
