საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4199 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №446 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1897 - ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5681 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ
Article 35. (ამოღებულია)
Compare versions
1. ამ თავის მოქმედება ვრცელდება იურიდიულ პირებს შორის დადებულ ყველა სახის ფინანსური გირაოს ხელშეკრულებაზე, რომელშიც გირავნობის საგანი არის ფინანსური ინსტრუმენტი ან/და ფულადი სახსრები. 2. ფინანსური გირაოს ხელშეკრულების მხარე შეიძლება იყოს მხოლოდ საქართველო, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო, საქართველოს ეროვნული ბანკი, ანგარიშსწორების აგენტი, ოპერატორი, ფინანსური ინსტიტუტი და სხვა იურიდიული პირი, უცხოური ცენტრალური ბანკი, უცხოური ფინანსური ინსტიტუტი ან საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი. 3. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ფინანსური გირაოს ხელშეკრულების მხარე შეიძლება ასევე იყოს ნებისმიერი იურიდიული პირი, თუ მეორე მხარე კომერციული ბანკია. 4. ამ თავის მოქმედება აგრეთვე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ, საქართველოს ეროვნული ბანკის სასარგებლოდ გირავნობით დატვირთულ მოთხოვნებზე დამგირავებლის სასესხო აქტივებისადმი. 5. ფინანსური გირაო შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ტიპის ვალდებულების, მათ შორის, არსებული, სამომავლო, შესაძლო ან პირობითი ვალდებულების, უზრუნველყოფისათვის, რომელიც აქვს ან შეიძლება ჰქონდეს დამგირავებელს მოგირავნის მიმართ. 6. დაუშვებელია ფინანსური გირაოს საგნად იმ ფინანსური ინსტრუმენტის გამოყენება, რომელიც დაგირავებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გარდა ამ თავის შესაბამისად დაგირავებული ფინანსური ინსტრუმენტისა. 7. დაუშვებელია ფინანსური გირაოს საგნის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება, გარდა ამ კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4199 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №446 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1897 - ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5681 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.
