ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ
Article 17
Consolidation №13 Verified against the current consolidation · 13 Dec 2024
1. ცოცხალი დონორისაგან ორგანოს აღება სხვა ადამიანისათვის გადასანერგად დასაშვებია მხოლოდ სიცოცხლის შენარჩუნების, მძიმე ავადმყოფობისაგან განკურნების, დაავადების პროგრესირების შეჩერების ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.
2. მკურნალობის მიზნით პლაცენტისა და ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების აღება სხვა ადამიანისათვის გადასანერგად დასაშვებია მხოლოდ პოტენციური დონორის მშობიარობის შემდეგ. საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3393 - სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.214
