ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ
Article 22
Consolidation №13 Verified against the current consolidation · 13 Dec 2024
ამ კანონის 21-ე მუხლში მოცემული განმარტებები პოტენციურ ცოცხალ დონორს უნდა მისცეს სათანადო ლიცენზიის მქონე ექიმმა სხვა ექიმის თანდასწრებით, რომელიც არ მონაწილეობს ორგანოების აღებასა და გადანერგვაში და, ამავე დროს, სამსახურებრივად არ ექვემდებარება ორგანოთა გადანერგვაში მონაწილე ექიმს. დონორისათვის მიცემული განმარტებები და მისი ინფორმირებული თანხმობა უნდა გაფორმდეს კანონით დადგენილი წესით. დონორს უფლება აქვს შეცვალოს გადაწყვეტილება. თავი VI. ორგანოს გადანერგვის ან მკურნალობის მიზნით მისი გამოყენების ორგანიზაცია
