1.რეგლამენტის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა რეგლამენტით დადგენილი წესით ეკისრება უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირს, აგრეთვე სხვა თანამდებობის პირს, რომელსაც ევალება უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობა.
2.თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი დგება შემდეგი დარღვევებისათვის: ა) მოწვეულია უმაღლეს საბჭოში საკითხის განხილვაზე და არ ცხადდება; ბ) არღვევს უმაღლესი საბჭოს წევრის კითხვაზე/შეკითხვაზე პასუხის გაცემისათვის დაწესებულ პროცედურას; გ) უმაღლეს საბჭოს აწვდის დამახინჯებულ ან არასწორ ინფორმაციას; დ) არ ასრულებს უმაღლესი საბჭოს დადგენილებებსა და რეკომენდაციებს; ე) დაბრკოლებებს უქმნის უმაღლესი საბჭოს წევრს რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში.
