1.საკონსულო თანამდებობის პირის არყოფნის შემთხვევაში, მინისტრის გადაწყვეტილებით, მის მოვალეობას დროებით ასრულებს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობის პირი, მათ შორის, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი.
2.თუ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში დანიშნულია ერთზე მეტი საკონსულო თანამდებობის პირი, ერთ-ერთი მათგანის არყოფნის შემთხვევაში მისი მოვალეობის დროებით შესრულება დაეკისრება სხვა საკონსულო თანამდებობის პირს. სხვა საკონსულო თანამდებობის პირის არარსებობის შემთხვევაში შეიძლება მინისტრის გადაწყვეტილებით შეიზღუდოს ზოგიერთი საკონსულო ფუნქციის შესრულება.
