1.დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტა და თანამდებობის პირის ვადაზე ადრე გამოწვევა, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, პოლიციის/უსაფრთხოების ატაშეს, მეკავშირე ოფიცრის, მეკავშირე პროკურორისა და დამხმარის გარდა, მინისტრმა შეიძლება განახორციელოს: ა) დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ლიკვიდაციისას ან/და რეორგანიზაციისას; ბ) დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას; გ) მივლინებული პირის ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მიერ „პერსონა ნონ გრატად“ ან მიუღებელ პირად გამოცხადებისას; დ) მნიშვნელოვანი საერთაშორისო გართულებისას, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში დიპლომატიური ან საკონსულო თანამდებობის პირის შემდგომმა მუშაობამ; ე) თანამდებობის პირის თანხმობით მისი სხვა თანამდებობაზე გადაყვანისას; ვ) თანამდებობის პირის მოთხოვნისას; ზ) თანამდებობის პირის 1 თვეზე მეტი ვადით დროებითი შრომისუუნარობისას, თუ მისმა არყოფნამ შესაძლებელია შეაფერხოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირება; თ) თანამდებობის პირის გარდაცვალებისას; ი) თანამდებობის პირის მიერ მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას; ი 1 ) მივლინებული პირის მიერ მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული დიპლომატიურ სამსახურში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების ისეთი დარღვევა, რომელმაც შეიძლება შელახოს ქვეყნის ინტერესები ან/და იმიჯი, ან ისეთი ქმედების ჩადენა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს ან/და სამინისტროს ინტერესს; კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში; ლ) ამ კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სხვა საფუძვლების არსებობისას. 1 1 . დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ვადაზე ადრე გამოწვევას, საქართველოს პრეზიდენტის მიერ თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შემთხვევაში, ახორციელებს მინისტრი.
დიპლომატიური სამსახურის შესახებ
