1.სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირისათვის უზრუნველყოფილია სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების საშუალებით.
2.პირს უფლება აქვს, პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებისთანავე მოითხოვოს სათანადო სამედიცინო გამოკვლევის, დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში – სამედიცინო მომსახურების გაწევა. საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2703-სსმI, №12, 24.03.2010წ., მუხ.45 საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3551 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.


