თევზსაჭერი გემის მეორე მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად ყველა კანდიდატი ვალდებულია, ამ კანონის მე-11 მუხლში აღნიშნული ზოგადი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, ჰქონდეს 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემზე სამანქანე განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი და ჩააბაროს გამოცდები საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
2.სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის არა უმეტეს 6-თვიანი პერიოდი ჩაანაცვლოს სპეციალური საზღვაო-სასწავლო პროგრამით, რომლის ხანგრძლივობა სავალდებულო ნაოსნობის სტაჟის თანაბარია.
