1.პალატის მიზანია, ხელი შეუწყოს რეგიონის ეკონომიკურ ზრდას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტების საქმიანობის მხარდაჭერით.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ
1.პალატის მიზანია, ხელი შეუწყოს რეგიონის ეკონომიკურ ზრდას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტების საქმიანობის მხარდაჭერით.
Closest in meaning — including in other laws
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ
Always up-to-date legal framework
2.პალატის ფუნქციებია: ა) მეწარმე სუბიექტებისათვის საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების გაწევა; ბ) მეწარმე სუბიექტების პროფესიული განათლების დონისა და კვალიფიკაციის ამაღლების, აგრეთვე სხვა სახის სწავლების, მათ შორის, საზღვარგარეთ, ორგანიზება; გ) სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებში, მათ შორის, საზღვარგარეთ, რეზიდენტი ბიზნესსუბიექტების საერთო და ინდივიდუალური ინტერესების წარმოდგენა და დაცვა, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა რეზიდენტი ბიზნესსუბიექტები პალატის წევრები; დ) ადგილობრივი საქონლის ექსპორტის ხელშეწყობა; ე) გამოგონების პატენტის გაცემასთან, სასარგებლო მოდელის, სამრეწველო ნიმუშის, სასაქონლო ნიშნის, საფირმო სახელწოდებისა და მომსახურების დასახელების რეგისტრაციასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადების ხელშეწყობა; ვ) ადგილობრივი საქონლისა და უცხოური საქონლის გამოფენების მოწყობა, საქმიან წრეთა შეხვედრების ორგანიზება და სხვა ღონისძიებათა გამართვა; ზ) აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში საინვესტიციო საქმიანობის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება; თ) მეწარმე სუბიექტების ხელშეწყობის მიზნით მთარგმნელობითი საქმიანობის განხორციელება; ი) უცხო ქვეყნის ორგანიზაციისა და საწარმოს მიერ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას მათთვის საჭირო მომსახურების გაწევა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში; კ) პროდუქციის, მომსახურებისა და საქმიანი ინფორმაციის შესახებ საინფორმაციო სისტემებისა და ბანკების შექმნა; ლ) მეწარმე სუბიექტების ხელშეწყობა ბიზნესგეგმების მომზადებაში; მ) მეწარმე სუბიექტების ხელშეწყობა საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნათა შესრულებაში; ნ) კერძო სამართლის სუბიექტებს შორის წარმოშობილი ქონებრივი დავის მოგვარების ხელშეწყობა დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების შექმნით; ო) „ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ “ საქართველოს კანონით, ამ კანონით, საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა ნორმატიული აქტებით და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წესდებითა და პალატის წესდებით განსაზღვრული სხვა ამოცანების შესრულება.
3.პალატა ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ ნებაყოფლობით წარდგენილი განაცხადის საფუძველზე ახორციელებს: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტაციის გავლის შემდეგ ადგილობრივი საქონლისა და უცხოური საქონლის რაოდენობრივ და ხარისხობრივ ექსპერტიზას და შეფასებას; ბ) საქართველოში მოქმედი სავაჭრო, საბაჟო და სანავსადგურო წესების შესახებ ინფორმაციის დამოწმებას; გ) საგარეო-ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული გარემოებების დამოწმებას; დ) საერთო ფორმის არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გაცემას ან/და დამოწმებას; ე) დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გაცემას ან/და დამოწმებას; ვ) პრეფერენციული წარმოშობის GSP სერტიფიკატის გაცემას ან/და დამოწმებას; ზ) (ამოღებულია - 24.12.2015, №149-უ.ს.რ.ს.); თ) საიდენტიფიკაციო შტრიხკოდის მინიჭებას; ი) რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის შესაბამისად დამცავი ნიშნის (ჰოლოგრამის) გაცემას; კ) საქართველოს ტერიტორიაზე წარმოების დამადასტურებელი პალატის ნიშნის „წარმოებულია საქართველოში“ გაცემას; ლ) ფორსმაჟორული გარემოებების დამოწმებას.
4.ამ კანონით განსაზღვრული საქმიანობა შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული ფორმით.
5.პალატის მიერ ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გაწეული მომსახურებისათვის დგინდება საფასური. მომსახურების საფასურის ოდენობა და გადახდის წესი, აგრეთვე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან შეთანხმებით დაწესებული მეწარმე სუბიექტისა და მისი გაერთიანებისათვის საწევრო შენატანის დადგენის წესი განისაზღვრება პალატის წესდებით. მომსახურების საფასური და საწევრო შენატანი უნდა იყოს არადისკრიმინაციული და ხარჯებზე ორიენტირებული. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2015 წლის 2 4 დეკემბრის კანონი №1 49 -უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 04.01.2016წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის 23 ივნისის კანონი №49 -უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 28.06.2017წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის 5 სექტემბრის კანონი №81-Iს - ვებგვერდი, 06.09.2023წ.
1. პალატის მიზანია, ხელი შეუწყოს რეგიონის ეკონომიკურ ზრდას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტების საქმიანობის მხარდაჭერით. 2. პალატის ფუნქციებია: ა) მეწარმე სუბიექტებისათვის საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების გაწევა; ბ) მეწარმე სუბიექტების პროფესიული განათლების დონისა და კვალიფიკაციის ამაღლების, აგრეთვე სხვა სახის სწავლების, მათ შორის, საზღვარგარეთ, ორგანიზება; გ) სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებში, მათ შორის, საზღვარგარეთ, რეზიდენტი ბიზნესსუბიექტების საერთო და ინდივიდუალური ინტერესების წარმოდგენა და დაცვა, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა რეზიდენტი ბიზნესსუბიექტები პალატის წევრები; დ) ადგილობრივი საქონლის ექსპორტის ხელშეწყობა; ე) გამოგონების, სასარგებლო მოდელის, სამრეწველო ნიმუშის, სასაქონლო ნიშნის, საფირმო სახელწოდებისა და მომსახურების დასახელების დაპატენტებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადების ხელშეწყობა; ვ) ადგილობრივი საქონლისა და უცხოური საქონლის გამოფენების მოწყობა, საქმიან წრეთა შეხვედრების ორგანიზება და სხვა ღონისძიებათა გამართვა; ზ) აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში საინვესტიციო საქმიანობის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება; თ) მეწარმე სუბიექტების ხელშეწყობის მიზნით მთარგმნელობითი საქმიანობის განხორციელება; ი) უცხო ქვეყნის ორგანიზაციისა და საწარმოს მიერ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას მათთვის საჭირო მომსახურების გაწევა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში; კ) პროდუქციის, მომსახურებისა და საქმიანი ინფორმაციის შესახებ საინფორმაციო სისტემებისა და ბანკების შექმნა; ლ) მეწარმე სუბიექტების ხელშეწყობა ბიზნესგეგმების მომზადებაში; მ) მეწარმე სუბიექტების ხელშეწყობა საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნათა შესრულებაში; ნ) კერძო სამართლის სუბიექტებს შორის წარმოშობილი ქონებრივი დავის მოგვარების ხელშეწყობა დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების შექმნით; ო) „ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ “ საქართველოს კანონით, ამ კანონით, საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა ნორმატიული აქტებით და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წესდებითა და პალატის წესდებით განსაზღვრული სხვა ამოცანების შესრულება. 3. პალატა ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ ნებაყოფლობით წარდგენილი განაცხადის საფუძველზე ახორციელებს: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტაციის გავლის შემდეგ ადგილობრივი საქონლისა და უცხოური საქონლის რაოდენობრივ და ხარისხობრივ ექსპერტიზას და შეფასებას; ბ) საქართველოში მოქმედი სავაჭრო, საბაჟო და სანავსადგურო წესების შესახებ ინფორმაციის დამოწმებას; გ) საგარეო-ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული გარემოებების დამოწმებას; დ) საერთო ფორმის არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გაცემას ან/და დამოწმებას; ე) დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გაცემას ან/და დამოწმებას; ვ) პრეფერენციული წარმოშობის GSP სერტიფიკატის გაცემას ან/და დამოწმებას; ზ) (ამოღებულია - 24.12.2015, №149-უ.ს.რ.ს.); თ) საიდენტიფიკაციო შტრიხკოდის მინიჭებას; ი) რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის შესაბამისად დამცავი ნიშნის (ჰოლოგრამის) გაცემას; კ) საქართველოს ტერიტორიაზე წარმოების დამადასტურებელი პალატის ნიშნის „წარმოებულია საქართველოში“ გაცემას; ლ) ფორსმაჟორული გარემოებების დამოწმებას. 4. ამ კანონით განსაზღვრული საქმიანობა შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული ფორმით. ამ კანონით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულების შედეგად ელექტრონული ფორმით გაცემულ ან/და დამოწმებულ დოკუმენტს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს. 5. პალატის მიერ ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გაწეული მომსახურებისათვის დგინდება საფასური. მომსახურების საფასურის ოდენობა და გადახდის წესი, აგრეთვე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან შეთანხმებით დაწესებული მეწარმე სუბიექტისა და მისი გაერთიანებისათვის საწევრო შენატანის დადგენის წესი განისაზღვრება პალატის წესდებით. მომსახურების საფასური და საწევრო შენატანი უნდა იყოს არადისკრიმინაციული და ხარჯებზე ორიენტირებული. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2015 წლის 2 4 დეკემბრის კანონი №1 49 -უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 04.01.2016წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის 23 ივნისის კანონი №49 -უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 28.06.2017წ.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.