ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შესაბამისი საკომპენსაციო ღონისძიება − ამ კანონით დადგენილი მწვანე ნარგავების აღდგენითი ღირებულების თანხის გადახდა ან/და საკომპენსაციო რგვა; ბ) საკომპენსაციო რგვა − მოჭრილი მწვანე ნარგავების სანაცვლოდ სულ მცირე იმავე რაოდენობის მწვანე ნარგავების გაშენება და მოვლა; გ) მწვანე ნარგავები − მერქნიანი მცენარეები (ხე, ბუჩქი) და არამერქნიანი მცენარეები; დ) ზეხმელი ხე − ზრდაშეწყვეტილი, ზეზე მდგომი გამხმარი ხე; ე) ხმობადი ხე − ხე, რომლის ღეროს ერთი მესამედი გამხმარია; ვ) ფაუტი ხე − დამპალი და გამომშრალი (გამოფიტული) ფუტურო ხე, რომელსაც მერქნის თავდაპირველი სტრუქტურა და სიმკვრივე დაკარგული აქვს; ზ) გადაბერებული ხე − სწრაფმოზარდი სახეობის მწიფე და გადაბერებული ხე, რომელმაც საამორტიზაციო ხნოვანებას მიაღწია (40−50 წლის ვერხვი, აკაცია, ტირიფი); თ) დაავადებული ხე − ხე, რომლის განკურნება ფაქტობრივად შეუძლებელია. საქართველოს 2017 წლის 6 აპრილის კანონი №619 - ვებგვერდი, 21.04.2017წ.
