1.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო განსაზღვრავს ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მწვანე ნარგავების ჭრის ნებართვის გამცემ ორგანოს/სამსახურს, აგრეთვე ადგენს მწვანე ნარგავების ჭრის ნებართვის გაცემისა და საკომპენსაციო რგვის განხორციელების წესსა და პირობებს.
2.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს იმ პირობებსა და კრიტერიუმებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე დასკვნის გამცემი უფლებამოსილი პირი.
