საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ
Article 34^1. ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავები
1. აკრძალულია ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების თვითნებური მოჭრა, დაზიანება, განადგურება და ამოძირკვა.
2 . ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის, ასევე მათი მოჭრის წესები განისაზღვრება მთავრობის დადგენილებით.
3. „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო ტყის ფონდის მერქნული რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდის შემთხვევაში ქალაქ თბილისის თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო უზრუნველყოფს ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის საშეშე მერქნის გადაცემას ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მთავრობის დადგენილების შესაბამისად. საშეშე მერქნის გადაცემაზე არ ვრცელდება „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი. საქართველოს 2010 წლის 28 ოქტომბრის კანონი №3773-სსმI, №63, 10.11. 2010წ., მუხ.400
