კინოს სახელმწიფო მხარდაჭერის ძირითადი პრინციპებია: ა) კინოს განვითარებისათვის ზრუნვა; ბ) შემოქმედებითი მოღვაწეობის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გარანტიების შექმნა; გ) საავტორო უფლებათა დაცვის ხელშეწყობა; დ) კინოს განვითარებისათვის ტექნოლოგიური, სამეცნიერო, საინფორმაციო, საწარმოო და საგანმანათლებლო ბაზის სრულყოფა; ე) ეროვნული ფილმის წარმოებისა და კინოპროდუქციის გავრცელებისათვის ხელის შეწყობა; ვ) მსოფლიო კინოპროცესებში ქართული კინოს ინტეგრაციისათვის ზრუნვა; ზ) სახელმწიფოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების განხორციელების უზრუნველყოფა.
ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ
Article 3. კინოს სახელმწიფო მხარდაჭერის ძირითადი პრინციპები
Consolidation №10 Verified against the current consolidation · 12 Dec 2024
