საქართველოს კანონი „ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ“
Article 16. იარაღის დამამზადებლის უფლება-მოვალეობანი
იარაღის დამამზადებელს უფლება აქვს:
1. ნებართვის საფუძველზე დაამზადოს იარაღი და მიჰყიდოს დამკვეთს ამ კანონისა და მის შესაბამისად გამოცემული საკანონმდებლო აქტების თანახმად;
2. იყოს დამზადებული იარაღის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის მესაკუთრე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
3. განახორციელოს საკონსტრუქტორო სამუშაოები. იარაღის დამამზადებელი მოვალეა:
1. გამოსცადოს დამზადებული იარაღი იმის დასადგენად, თუ რამდენად შეესაბამება იგი სახელმწიფო სტანდარტებს;
2. დამზადებული იარაღი და საბრძოლო მასალა აღრიცხოს სათანადო დავთარში, რომელშიც შეიტანება სამარკო ნიშანი და სააღრიცხვო ნომერი;
3. უზრუნველყოს დამზადებული იარაღისა და მისი სათადარიგო ნაწილების, აგრეთვე საბრძოლო მასალის და უსაფრთხოების წესების დაცვა.
