საქართველოს კანონი „ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ“
Article 43. პასუხისმგებლობა იარაღის შესახებ კანონმდებლობის დარღვევისათვის
ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების დარღვევით დადებული გარიგებანი იარაღის გასხვისების შესახებ ბათილია. პირებს, რომელთაც ბრალი მიუძღვით იარაღის, მისი ძირითადი ნაწილებისა და საბრძოლო მასალების დამზადების, აღდგენის, აწყობის და შეკეთების, გაყიდვის, შეძენის, გადაზიდვის, გადაგზავნის, ტარებისა და გამოყენების წესების დარღვევაში, ეკისრებათ სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
