პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ
Article 12. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სახელმწიფო რეგისტრაცია
1. სახელმწიფო რეგისტრაციას ექვემდებარება მხოლოდ ის პესტიციდები და აგროქიმიკატები, რომლებიც სარეგისტრაციო გამოცდის პროცესში დადებითად შეფასდა. „ FAO “ -ს საერთაშორისო ჰარმონიზაციის პრინციპების შესაბამისად დგინდება საერთო სტანდარტი „ რისკი/სარგებელი “ , რომლის თანახმად პესტიციდის ან აგროქიმიკატის რეგისტრაციისას აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული სარგებელი და მისი გამოყენებით გამოწვეული ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური შედეგები.
2. სახელმწიფო რეგისტრაციის ვადას ადგენს სარეგისტრაციო ორგანო . პესტიციდის მოქმედი ნივთიერების რეგისტრაციის ვადა , როგორც წესი , განისაზღვრება 10 წლით , ხოლო მისგან წარმოებული პროდუქტის – 5 წლით . სარეგისტრაციო მოწმობის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ შეიძლება პესტიციდების განმეორებითი რეგისტრაცია .
3. ცალკეულ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს რეგისტრაციის შემოკლებული ვადა – 3 წელი , თუ წარმოდგენილია რეგლამენტაციის არასრული მონაცემების პაკეტი , წარმოიშვა დამატებითი გამოკვლევების ჩატარების აუცილებლობა , მოსალოდნელია პესტიციდების მიმოქცევიდან ამოღება , წარმოების შეწყვეტა .
4. რეგისტრაცია შეიძლება ვადამდე შეიზღუდოს ან შეწყდეს, თუ მიღებულია პესტიციდების ან აგროქიმიკატების საშიშროების შესახებ ახალი მონაცემები, რომლებიც ადრე არ იყო ცნობილი. შეზღუდვის შესახებ ცნობებს სარეგისტრაციო ორგანო მიუთითებს ყოველწლიური სიის დამატებებში. გატარებული საკონტროლო ღონისძიებების შესახებ შეტყობინებას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დადგენილი წესით უგზავნის სათანადო საერთაშორისო ორგანიზაციებს.
