Article 14. ესკალატორის , როგორც მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის დამდგენი პარამეტრები
1. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს განეკუთვნება ესკალატორი, რომელსაც გააჩნია შემდეგი პარამეტრები: მექანიკურად ამძრავი კიბის ბრტყელას (ტვირთმზიდი ელემენტი, რომელიც შედგება საფეხურებისაგან და გაერთიანებულია წევის ჯაჭვებით) ჩაკეტილი კონტური, სადაც მომხმარებლის გადასაადგილებელი ზედაპირი რჩება ჰორიზონტალურ მდგომარეობაში და განკუთვნილია ერთი დონიდან მეორეზე ადამიანების ტრანსპორტირებისათვის. ესკალატორების ნომინალური სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს: ა) 30 0 -მდე დახრის კუთხის ესკალატორებისთვის 0,75 მ/წმ-ს; ბ) 30 0 -დან 35 0 -მდე დახრის კუთხის ესკალატორებისთვის 0.50 მ/წმ-ს.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პარამეტრები არ ვრცელდება მოძრავ ბილიკებზე, სადაც მომხმარებლის გადასაადგილებელი ზედაპირი რჩება მისი მოძრაობის მიმართულების პარალელურად და მოძრაობს უწყვეტად, ხოლო მოძრავი ბილიკების დახრის კუთხე არ აღემატება 12 0 -ს.
