Article 8. ამწე მოწყობილობის , როგორც მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის დამდგენი პარამეტრები
1. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს განეკუთვნება ამწე მოწყობილობა, რომელსაც გააჩნია შემდეგი პარამეტრები: წარმოადგენს ტვირთის ასაწევ და გადასაადგილებელ მექანიზებულ, ისრიან, კოშკურა, ხიდური ტიპის, 3 ტონა და მეტი ტვირთამწეობის ამწე სატრანსპორტო მანქანას, რომელსაც გააჩნია: ა) ისრიანი ამწის შემთხვევაში _ ამწის გადაადგილების, მობრუნების და ისრის გაწვდომის ცვლილების მექანიზმები; ბ) ელექტრული პულტით მართვადი ხიდური ტიპის ამწის შემთხვევაში -10 ტონა და მეტი ტვირთამწეობა; გ) ბაგირზე ჩამოკიდებული ტვირთსატაცი მოწყობილობები.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პარამეტრები არ ვრცელდება: ა) ამწე მოწყობილობაზე, რომელიც დამონტაჟებულია საზღვაო, სამდინარო და სხვა მცურავ საშუალებებზე; ბ) ექსკავატორებზე, რომლებიც განკუთვნილია მიწის სათხრელი სამუშაოებისთვის; გ) სპეციალური დანიშნულების ამწე მოწყობილობაზე, როგორიცაა: მილჩამწყობები; სამონტაჟო კონსტრუქციები (ანძები, კოჭები და სხვა); დ) ჯალამბრებზე, სტაციონალურად დამონტაჟებულ ან მონორელსზე გადაადგილებად ელ. ტალებზე; ე) პოლიციის და სამხედრო უწყების დანიშნულებით გამოყენებულ ამწე მოწყობილობებზე.
