1.უცხო ქვეყნების, მათი ფიზიკური და იურიდიული პირების, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს კონტინენტურ შელფზე კაბელებისა და მილსადენების გაყვანა ხორციელდება საქართველოს კონტინენტური შელფის დაზვერვის, მისი რესურსების დამუშავებისა და ზღვის გარემოს დაცვის უფლებების გათვალისწინებით.
2.საქართველოს კონტინენტურ შელფზე კაბელებისა და მილსადენების გაყვანის ადგილები დგინდება საქართველოს შესაბამის ორგანოებთან შეთანხმებით.
