საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე სამეცნიერო კვლევა ხორციელდება შემდეგი პრინციპების შესაბამისად: ა) სამეცნიერო კვლევა ხორციელდება მხოლოდ მშვიდობიანი მიზნით; ბ) სამეცნიერო კვლევა ხორციელდება სათანადო მეცნიერული მეთოდებით და სახსრებით, ამ კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებების მოთხოვნათა შესაბამისად; გ) სამეცნიერო კვლევა არ უნდა უქმნიდეს გაუმართლებელ დაბრკოლებებს ამ კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებებით განსაზღვრულ ზღვით მართლზომიერ სარგებლობას; დ) სამეცნიერო კვლევა ხორციელდება ყველა იმ წესის გათვალისწინებით, რომელიც ამ კანონის, საქართველოს კანონმდებლობის და საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად მიიღება.
საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ
Article 48. სამეცნიერო კვლევის განხორციელების პრინციპები საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე
Consolidation №25 Verified against the current consolidation · 13 Dec 2023
