Article 67. სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნებით ტყითსარგებლობის სამართლებრივი საფუძვლები
1. სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნებით ტყითსარგებლობის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ ადმინისტრაციული წარმოება იწყება დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.
2. დაინტერესებული პირის განცხადება და თანდართული დოკუმენტები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ამ კოდექსისა და „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების მოთხოვნებს.
3. სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნებით ტყითსარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით იღებს ტყის მართვის ორგანო. თავი XV განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობა
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს ტყის კოდექსი
